მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია

ბენზინის რიგები აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტია. ავტოგასამართ სადგურებთან გრძელი რიგები შეიქმნა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

როგორც ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა ბატალ მუშბამ განაცხადა, უახლოეს მომავალში რუსეთიდან საწვავის ახალი პარტია უნდა ჩამოვიდეს და ის საწვავის ბაზრის მონაწილეებს შორის განაწილდება.

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში, როდესაც რუსეთიდან ოკუპირებული რეგიონის მიმართულებით სამგზავრო მატარებლების რაოდენობა იზრდება, საწვავის მიწოდება რკინიგზით გართულებულია.

ასევე ვითარება იმანაც გაართულა, რომ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს უკრაინული დრონების შეტევების გამო პრობლემები შეექმნა.