მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ“ - ოლექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინამ უკვე გადალახა ის ზღვარი, როცა ომის ყველაზე „ცუდი სცენარი“ იყო მოსალოდნელი, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა „სიენენთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

შეკითხვაზე, შედის თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი ჩიხში, რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ ყველაზე ცუდი სცენარი უკვე უკან ჩამოიტოვა და ის მიიჩნევს, რომ ქვეყანა ომის ახალ ეტაპის ზღვარზეა, რადგანაც სხვა მიმართულებით იწყებს კონტრშეტევებს.

„ჩვენ ბრძოლის ველზე სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ, ქვედანაყოფების მცირე გადაადგილებით შევქმენით კარგი შემაკავებელი გარემოებები“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.

რეზნიკოვის თქმით, „დაღლილობის სინდრომი“ საერთაშორისო საზოგადოებაში არის ერთ-ერთი მთავარი საფრთხე უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

კითხვაზე, ეშინია თუ არა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ომით დაიღალოს, რეზნიკოვმა უპასუხა:

„მე ამას ვეძახი „დაღლის სინდრომს“ და ჩემთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საფრთხეა. ჩვენ გვჭირდება, რომ ვიმუშაოთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. უნდა ვისაუბროთ, როგორც ახლა მე თქვენ გესაუბრებით, ვთხოვოთ ადამიანებს, არ დაიღალონ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან სახიფათოა“, - დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ყირიმის დემილიტარიზაციისთვის მზად ვართ“ - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

🔴 რუსმა პუბლიცისტმა დაასახელა ორი მოვლენა, რომელიც პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას გამოიწვევს

🔴 „ყირიმის დეოკუპაცია იქნება მკაფიო სიგნალი ყველა დიქტატორისთვის, რომ მათ დამარცხება ელით“ - კულება

🔴 რუსეთის ფედერაცია უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე დარტყმას უახლოეს მომავალში გეგმავს - Reuters

🔴 რუსეთ-უკრაინის ომი არ არის პუტინის ომი, ეს არის რუსების ომი - პოლონეთის საგარეო მინისტრის მოადგილე