რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ევროპელი მოკავშირეებისთვის იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ ის „მამაცი მეომარია“.
პესკოვმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე, სავარაუდოდ, საქმე კარგად არ მიდის.
პუტინის პრესმდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი უნდა აიძულონ, მშვიდობის გზა აირჩიოს და არა ომის“.
მან დასძინა, რომ ევროპელმა ლიდერებმა, სავარაუდოდ, „მილიტარისტული პოზიციები უნდა მიატოვონ“.
გარდა ამისა, პესკოვი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კვლავ აქვს სურვილი, ხელი შეუწყოს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებას.