მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა ტაქტიკა შეცვალა... სურს აიძულოს კიევი სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები დათმოს - WSJ

ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცვალა თავისი ტაქტიკა უკრაინაში ომთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ბრძოლები სამ კვირაზე მეტია გრძელდება ის აღარ აპირებს დედაქალაქის აღებას და სურს, აიძულოს კიევი დათმოს სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით იუწყება. 

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ეს პუტინის გეგმა B არის. 

„პუტინის განზრახვების ახალი შეფასება ასეთია, ის ცდილობს აიძულოს ოფიციალური კიევი, რომ უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიები დათმოს. რუსეთს სურს უზრუნველყოს „სახმელეთო ხიდი“ დასავლეთ რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის, ასევე გააფართოოს კონტროლი დონბასზე.

რუსული არმია, ასევე, გააგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას, იმ იმედით, რომ ეს აიძულებს ვოლოდიმირ ზელენსკის დაეთანხმოს რუსეთის მოთხოვნებს, მათ შორის ნეიტრალურ სტატუსს.

თუ პუტინის მოთხოვნა ტერიტორიისა და ნეიტრალიტეტის შესახებ უარს იტყვის, სავარაუდოდ, ის შეეცდება შეინარჩუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია და გააგრძელოს ომი. როგორც ჩანს, ის უბრუნდება ალყის ტაქტიკას. ეს ნიშნავს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებს, ეს შესაძლოა კიდევ დიდი ხანი გაგრძელდეს. 

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პუტინს შეუძლია გააფართოოს თავისი სამხედრო მიზნები“, - იუწყება გამოცემა თეთრი სახლის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 „პუტინის განცხადებები „ნეონაცისტების“ შესახებ ამბობს, რომ მას საშინელი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია“ - ზელენსკი

📢 გერმანიამ რუსული გაზის შემცვლელი იპოვა და გრძელვადიან პარტნიორობაზე დათანხმდა - Financial Times

📢 რუსების 32,4% მხარს უჭერს რუსეთის საქართველოში შემოჭრას, ხოლო 75% - პოლონეთში - Active Group-ის კვლევა

📢 კიევზე თავდასხმისას რუსეთმა დაკარგა მე-6 სატანკო პოლკის გაერთიანებული რაზმი - უკრაინის გენშტაბი

📢 რუსული ელიტები ცდილობენ პუტინის ლიკვიდაციას - უკრაინის დაზვერვა