მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინმა უკრაინასა და დასავლეთში საინფორმაციო ომი პირწმინდად წააგო“ - ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი 

ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი ჯერემი ფლემინგი

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯერემი ფლემინგი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აგებს.  

მისივე თქმით, დეზინფორმაციის გავრცელება რუსეთის სტრატეგიის მთავარი ნაწილია, თუმცა ამჯერად მათ კიბერსივრცეში უპირატესობა ვერ მოიპოვეს. 

„ჯერჯერობით, პრეზიდენტმა პუტინმა პირწმინდად წააგო საინფორმაციო ომი უკრაინასა და დასავლეთში. ისევე როგორც მისი სახმელეთო შემოჭრის შემთხვევაში, რუსეთის თავდაპირველი ონლაინ გეგმები, როგორც ჩანს, ჩავარდა. დეზინფორმაციის გავრცელება რუსეთის სტრატეგიის მთავარი ნაწილია, თუმცა ამჯერად მათ ეს არ გამოუვიდათ“, - განაცხადა ფლემინგმა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 რუსეთმა უკრაინის ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა - BBC

🔴 პუტინი და სი ძინპინი G20-ის სამიტს დაესწრებიან - ინდონეზიის პრეზიდენტის მრჩეველი