მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ის?

რა არის თერმობარული იარაღი და როგორ მუშაობს ისინი?

რუსეთის მიერ თერმობარული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით შიში გაჩნდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის სამოქალაქო პირებზე თერმობარული იარაღი, იგივე ვაკუუმის ბომბები, გამოიყენა. გასათვალისწინებელია, რომ ამგვარ იარაღს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს.

ასეთი იარაღის გამოყენება, რომელიც შთანთქავს ჟანგბადს მიმდებარე ჰაერიდან მაღალი ტემპერატურის აფეთქების წარმოქმნის მიზნით, ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებლად დადასტურებული, თუმცა უკრაინის კადრებში ნაჩვენებია თერმობარული რაკეტების გამშვები დანადგარები რუსეთის TOS-1 მანქანებზე.

როგორ მოქმედებს თერმობარული იარაღი?

ვაკუუმის ბომბი, იგივე თერმობარული იარაღი, გარემომცველი ჰაერიდან ჟანგბადს ბოლომდე იყენებს, რათა მაღალტემპერატურული აფეთქება წარმოშვას. აფეთქების ტალღა შეიძლება გაგრძელდეს ბევრად მეტხანს, ვიდრე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერება და შეუძლია ადამიანის სხეულების აორთქლება.

თერმობარული იარაღი აფეთქების არეალში მყოფი ადამიანების ფილტვებიდან ჰაერს ისრუტავს. ისინი სითბოსა და წნევის კომბინაციაზე მუშაობს..

გამანადგურებელი კატასტროფის შედეგად ხშირად აირის ან წვრილი ნაწილაკების ღრუბლები წარმოიქმნება, რომლებიც შემდგომში ალის სახით იფრქვევა. თერმობარული იარაღი სამიზნე ადგილას ფეთქებადი მატერიის ღრუბელს წარმოქმნის, ნივთიერების აალებას კი გამანადგურებელი შედეგები მოსდევს. ვაკუუმის ბომბს შეუძლია, ადამიანს სხეულიდან ჰაერი წაართვას და ორგანოებს შეუქცევადი დაზიანებები მიაყენოს.

როგორ მუშაობენ ისინი?

თერმობარული იარაღი, რომელიც, ასევე, ცნობილია როგორც აეროზოლური ბომბი ან საწვავი ჰაერის ასაფეთქებელი ნივთიერება, არის ორსაფეხურიანი საბრძოლო მასალა.

პირველი ეტაპის დამუხტვა ანაწილებს აეროზოლს, რომელიც შედგება ძალიან წვრილი მასალისგან - ნახშირბადზე დაფუძნებული საწვავიდან ლითონის წვრილ ნაწილაკებამდე. მეორე მუხტი აანთებს ამ ღრუბელს, ქმნის ცეცხლოვან ბურთს, უზარმაზარი დარტყმის ტალღას და ვაკუუმს, რადგან ის შთანთქავს მთელ მიმდებარე ჟანგბადს.

ასეთი იარაღი გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისთვის და ის სხვადასხვა ზომისაა.

ჰელიერი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთი იყენებს მათ „ბუნკერ-გამანადგურებლის“ როლში თავდაცვითი პოზიციების განადგურების მიზნით. უკიდურესად დიდი, საჰაერო გაშვების ვერსიები შექმნილია გამოქვაბულების და გვირაბის კომპლექსების განადგურებისთვის.

სად გამოიყენეს ისინი?

ბომბებს რუსული და დასავლური ძალები 1960-იანი წლებიდან იყენებდნენ. აშშ მათ ეყრდნობოდა ავღანეთის მთებში ალ-ქაიდას ლიკვიდაციის მცდელობებში. ჰელიერმა თქვა, რომ რუსეთს ამ იარაღის გამოყენების უფრო დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე დასავლეთს. რუსეთს აქვს სისტემები მთელი სპექტრით... საკმაოდ მცირე ტაქტიკური იარაღიდან დაწყებული უზარმაზარი, საჰაერო ხომალდის ბომბებით დამთავრებული.

2000 წელს Human Rights Watch-მა დაგმო რუსეთის მიერ ერთი წლით ადრე ჩეჩნეთში იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია, როგორც „საშიში ესკალაცია“ „მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგებით“.

რამდენად საშიშია ისინი?

ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსმა ანალიტიკოსმა ჰელიერმა აღნიშნა, რომ თერმობარიული იარაღი ეფექტური იყო  „სპეციფიკური მიზნისთვის“ - პირველ რიგში თავდაცვითი პოზიციების განადგურება. ის არის ძალიან დამანგრეველი იარაღი ბინების კომპლექსის ან სხვა შენობის წინააღმდეგ.

ჰელიერი ამბობს, რომ ელოდება უფრო მეტ თერმობარულ ომს უკრაინაში.

„ერთ-ერთი რაც ჩვენ ვიცით რუსული ტაქტიკის შესახებ არის ის, რომ ისინი მზად არიან გაანადგურონ ყველაფერი. რუსები უფრო და უფრო მეტად აპირებენ გამოიყენო ნებისმიერი იარაღი, მათ შორის თერმობარიული იარაღი  ქალაქებში“, - აცხადებს ავსტრალიის სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი ანალიტიკოსი.

თერმობარული იარაღი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიამ შექმნა. დასავლეთის ქვეყნებმა და საბჭოთა კავშირმა მისი გამოყენება 1960-იანი წლებიდან დაიწყეს. როგორც ვარაუდობენ, ის საბჭოთა კავშირმა 1969 წელს, ჩინეთთან კონფლიქტის დროს, რამდენიმე წლის შემდეგ კი ავღანეთში გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ეს იარაღი 2000 წელსაც გამოიყენა, კერძოდ, ქალაქ გროზნოსთვის ალყის შემორტყმისას.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉რუსეთი იბრძვის არა უკრაინის არმიის, არამედ უკრაინელი ბავშვების წინააღმდეგ - პოდოლიაკი

👉 ავიაიერიში კიევის ოლქზე - დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი

👉 რუსებმა ნიკოლაევის დაბომბვა „რადისა“ და „ურაგანის“ მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით დაიწყეს

👉 მხოლოდ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაასრულებს ამ ომს - ვოლოდიმერ ზელენსკი

👉 ზელენსკიმ პუტინის ბირთვულ მუქარას „ბლეფი“ უწოდა

👉  ზახაროვა ევროპას - როდის გაჩერდებით?

👉  „ეს არის უკრაინისთვის ზურგში დანის ჩარტყმა“ - უკრაინის ელჩი გერმანიაში