მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსებმა თითქმის შექმნეს შეტევითი დაჯგუფება აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში - უკრაინის გენშტაბი

რუსი სამხედროები

„მტერი წარუმატებლად ცდილობდა ფეხის მოკიდებას კრემენაიასა და რუბეჟნოეს რაიონებში და წარუმატებელი იერიში მიიტანა ნოვოტოშკოვსკოეს, პოპასნაიას, ავდეევკასა და მარინკის დასახლებების რაიონებში“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 18 აპრილის დილის შეჯამებაში წერს.

შტაბის ინფორმაციით, რუსებმა თითქმის შექმნეს შეტევითი დაჯგუფება აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და არ წყვეტენ სარაკეტო დაბომბვას უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით მტერმა არ ჩაატარა აქტიური ოპერაციები, შეტევითი ჯგუფების ფორმირების ნიშნები არ აღმოჩნდა. ბელორუსის ჯარების დივიზიები აგრძელებენ უკრაინა-ბელარუსის საზღვრის დაფარვას ბრესტისა და გომელის რეგიონებში. რუსების დაზიანებული ჯავშანმანქანები ბელორუსის ტერიტორიიდან სარკინიგზო გზით გაჰყავთ.

სევერსკის მიმართულებით რუსები მკაცრად აკონტროლებენ საზღვრის მონაკვეთებს. გრძელდება პოზიციების აღჭურვა საგუშაგოების რაიონებში და რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის და კურსკის რეგიონების სასაზღვრო რაიონებში. შესაძლებელია, რომ მათ გამოიყენონ დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები და სარაკეტო დარტყმები რუსეთის მხრიდან.

სლობოჟანსკის მიმართულებით რუსი დამპყრობლები აგრძელებენ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას და ცდილობენ, უკრაინის ჯარებს ცეცხლი გაუხსნან.

დონეცკისა და ტაურიდის მიმართულებით მტერი აღადგენს საბრძოლო შესაძლებლობებს და ავსებს მარაგს. ცდილობს, გააუმჯობესოს თავისი ქვედანაყოფების ტაქტიკური პოზიცია და გაააქტიუროს ბრძოლა. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სევერსკის და პოკროვსკოეს დასახლებების დაბომბვას.

მტრის ძირითადი ძალისხმევა - ლიმანის, კრემენნაიას, პოპასნაიას და რუბეჟნოეს დასახლებების რაიონებში. ცდილობს სრული კონტროლი დაამყაროს მარიუპოლზე. ასევე, შეტევა განახორციელეს სევეროდონეცკის, პოპასნაიას და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

იუჟნობუჟის მიმართულებით მტერს თავისი ძირითადი ძალისხმევა მიმართული აქვს პოზიციების დაკავებაზე და აგრძელებს ცეცხლის გახსნას ნიკოლაევისა და ალექსანდროვკას მიმართულებით.

დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს 12 შეტევა, გაანადგურეს 10 ტანკი, 15 ჯავშანტექნიკა, 5 მანქანა და 5 საარტილერიო სისტემა.

უკრაინაში საბრძოლო დავალების შესასრულებლად დაჯგუფებებში ჩართული იყო 87 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთის სარდლობა შეშფოთებულია იმით, თუ რამდენი დრო დასჭირდება მარიუპოლის აღებას - ბრიტანეთის დაზვერვა

👉 რუსული გემებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტი დაკეტილია - ერმაკი

👉 იტალიის პრემიერი: პუტინთან საუბარს აზრი არ აქვს