მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი მომალ კვირაში, სავარაუდოდ, დონბასის პატარა ქალაქებს აიღებს - ბრიტანული დაზვერვა

უკრაინელი სამხედროები

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონბასში რუსული ძალები, სავარაუდოდ, ყურადღებას გაამახვილებენ რამდენიმე პატარა ქალაქის აღებაზე მომდევნო კვირის განმავლობაში, მათ შორის სივერსკის, დოლინას, სლოვიანსკისა და კრამატორსკის მისადგომებზე. სლოვიანსკის და კრამატორსკი კი მთავარ სამიზნეებად რჩება.

„რუსეთი აგრძელებს უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობის შელახვას და საკუთარი მმართველობისა და ადმინისტრაციული კონტროლის კონსოლიდაციას უკრაინის ოკუპირებულ ნაწილებზე.

ოკუპირებულ უკრაინაში ანტირუსული განწყობები რუსი და პრორუსული ჩინოვნიკების სამიზნეები ხდებიან. რუსეთის მიერ დანიშნულმა ადმინისტრაციამ ველიკიი ბურლუკში აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი მერი დაიღუპა 2022 წლის 11 ივლისს მანქანის აფეთქების შედეგად“, - წერს ბრიტანული დაზვერვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 37 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს - გენშტაბი