მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი უკრაინას 10-ზე მეტი ტყვის სიკვდილით დასჯაში ადანაშაულებს

უკრაინაში რუსი ტყვეებისთვის სპეციალური ბანაკი შეიქმნა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის შეიარაღებული ძალები 10-ზე მეტი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯაში დაადანაშაულა

მოსკოვმა აღნიშნული ინფორმაცია რუსულ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელიც, მათი განცხადებით, რუსი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯას ასახავს. 

„რუსი სამხედროების ეს სასტიკი მკვლელობა უკრაინელების მიერ ჩადენილი არც პირველი და არც ბოლო დანაშაულია. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს კიევის რეჟიმი. ვიდეო ასახავს დეგენერატი უკრაინელი ჯარისკაცების მიერ 10-ზე მეტი განიარაღებული რუსი სამხედრო მოსამსახურის განზრახ მკვლელობას. ეს არის ვოლოდიმირ ზელენსკის და მისი რეჟიმის საშინელი ბუნების ნიშანი და იგი პასუხს აგებს სასამართლოსა და რუსეთისა და უკრაინის ხალხის წინაშე“, - განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

მოსკოვის ბრალდებებზე კიევს პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. 

ვიდეო, რომელზედაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ისაუბრეს, ამჟამად სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ომის გახანგრძლივება რისკებს ზრდის“ - „მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების“ შესახებ ერდოღანი პუტინს ესაუბრა

🔴 „სარაკეტო თავდასხმების გამო, უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის 50% მწყობრიდანაა გამოსული“ - შმიგალი

🔴 „ამ გათახსირებულებს ხელი მოჰკიდეთ და დააბრუნეთ რუსეთში - ელისაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს რუსებზე 

🔴 „რუსეთის ველურ ტერორს ვერანაირი მოლაპარაკებები ვერ შეაჩერებს“ - ლინას ლინკევიჩიუსი

🔴 „მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა“ - რომის პაპი ფრანცისკე კიევსა და მოსკოვს შუამავლობას სთავაზობს