მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა არ გვაქვს“ - ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი

 ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის სპიკერი

„ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს, აფხაზეთის კონსტიტუცია რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დაკარგვის საშუალებას არ აძლევს“, - ამის შესახებ აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა ვალერი კვარჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, აფხაზეთის კონსტიტუცია არ შეიძლება შეიცვალოს.

„რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მშობლიური და ახლო სახელმწიფო, თუმცა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის განზრახვა რესპუბლიკაში არ გვაქვს, აფხაზეთის კონსტიტუცია აბსოლუტურად მკაფიოდ აცხადებს ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, - აღნიშნა კვარჩიამ.

ცნობისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკამ უნდა დანიშნოს რეფერენდუმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისთვის და მალე „სამხრეთ ოსეთი“ მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი იქნება.