მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა ზმეინის კუნძულიდან ჯარების გაყვანა დაადასტურა და მას „კეთილი ნების ჟესტი“ უწოდა

ზმეინის კუნძული

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავისი ჯარების გაყვანა ზმეინის კუნძულიდან და მას კეთილი ნების ჟესტი უწოდა.

„დღეს, როგორც კეთილგანწყობის ნაბიჯი, რუსმა სამხედროებმა დაასრულეს თავიანთი ამოცანები ზმეინის კუნძულზე და გაიყვანეს იქ განლაგებული გარნიზონი“, - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია ამტკიცებს, რომ ამ ნაბიჯით მსოფლიო თანამეგობრობას აჩვენა, რომ „არ ერევა გაეროს ძალისხმევაში ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკრაინის ტერიტორიიდან ექსპორტისთვის“.

„ეს გადაწყვეტილება კიევს ართმევს შესაძლებლობას სპეკულირება მოახდინოს მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის თემაზე, რაც გულისხმობს მარცვლეულის ექსპორტის შეუძლებლობას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილის რუსეთის სრული კონტროლის გამო“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსული ძალები ზმეინის კუნძულიდან გაიქცნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

👉 „არ ვიცი, როგორ უნდოდათ გაშიშვლება, წელამდე თუ წელს ქვევით, მაგრამ ვფიქრობ, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ამაზრზენი სანახაობა იქნებოდა“ - პუტინი G7-ის ლიდერებზე

👉 „სტოლტენბერგი ნაადრევად ხარობს, სკოლაში გეოგრაფია არ უსწავლია“ - ვიაჩესლავ ვოლოდინი