მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ“ - კულება მსოფლიო ლიდერებს მიმართავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიო ლიდერებს მიმართა. მისი თქმით, მათ თუ მართლა სურთ ომის დასრულება, მაშინ რუსული ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ.

„თუ მსოფლიო ლიდერები და ბიზნესი სერიოზულად არის განზრახული რუსეთის ომის დანაშაულების დასრულებაზე, მათ ჯერ პუტინს უნდა ჩამოართვან ნავთობის შემოსავალი. საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ. რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით. შეწყვიტეთ მისი ყიდვა“, - განაცხადა კულებამ.

კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, რეალური ემბარგო დააწესოს რუსულ ნავთობზე.

„ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე რეალური ემბარგო უნდა დააწესოს. გარდა ამისა, რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს, გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს. მოდით ვიყოთ ნათელი: ნებისმიერი ნაზავი, რომელიც შეიცავს რუსულ ნავთობს, უნდა განიხილებოდეს, როგორც 100% რუსული ნავთობი. ნუ მისცემთ რუსებს უფლებას, თავი აარიდონ შეზღუდვებს“, - დაწერა კულებამ.

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „ვაგნერის ჯგუფის“ სამხედროებმა ლუგანსკის რეგიონში შეტევა ვერ განახორციელეს და ზარალი განიცადეს - რომან ციმბალიუკი

✔️ რუსეთმა გერმანიის დიპლომატიური მისიის 40 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

✔️ „რუსეთს შავ ზღვაში 58 საკრუიზო რაკეტა აქვს კონცენტრირებული“ - ალექსანდრე მოტუზიანიკი

✔️ სარაკეტო თავდასხმა ვინიცას რაიონზე - არიან დაღუპულები და დაშავებულები

✔️ რუსეთს „აზოვსტალში“ ქიმიური იარაღის გამოყენების გეგმაზე უარი არ უთქვამს - უკრაინის დაზვერვა