მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება - კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურს ემუქრება

კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი უკრაინას ჩეჩნეთის მოქალაქეების გატაცებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა. 

კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და შეიარაღებულ ძალებს აფრთხილებს, უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება შეწყვიტონ.

„მივმართავ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურსა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტეთ უდანაშაულო უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება, რომლების დანაშაულიც მხოლოდ მათ ეროვნებაშია.

მე თქვენ გარწმუნებთ, რომ უწყებების ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ვიპოვით ყველას, ვინც კავშირშია ამ ნაცისტურ ქმედებებთან და დავსჯით. არ გაგიკვირდეთ, თუ პასუხი მსგავსი გზით იქნება გაცემული.

ეს ეხება როგორც შემსრულებლებს, ასევე იმათაც, ვინც იცის გატაცებულების ადგილსამყოფელი, თუმცა დუმილს ამჯობინებს.

სანამ გვიანი არ არის, გაუშვით უდანაშაულოები“, - განაცხადა რამზან კადიროვმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ მარიუპოლი ამჟამად კატასტროფულ მდგომარეობაშია - ვადიმ დენისენკო

 საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან - ლანდსბერგისი

⭕ კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები

⭕ რამდენად ხარ გარკვეული რუსეთ-უკრაინის ომის პროცესებში - ქვიზი

⭕ უკრაინა და რუსეთი ომის დასასრულებლად ნეიტრალიტეტის გეგმას ათანხმებენ - Financial Times

⭕ მნიშვნელოვანია ავტორიტეტებმა „ქურდული სამყაროს“ ოჯახის წევრების ტიტულებს გადახედონ - „შაქრო მოლოდოი“

⭕ თუ ლუგარის ლაბორატორიაში რუს ინსპექტორებს არ დაუშვებენ, რუსეთი მასზე საჰაერო დარტყმას განახორციელებს - რუსი ექსპერტი

⭕ „უმჯობესია ღვთის თავისუფალი კაცი იყო, ვიდრე პუტინის მონა, რომელიც ჯოჯოხეთში „ეშმაკის კერძად“ იქცევა“ - ალექსეი ნავალნი