უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„რაც შეეხება ფრონტზე არსებულ ზოგად სიტუაციას, ის კვლავ რთული რჩება. მოწინააღმდეგე აგრძელებს წინსვლას ძირითადი მიმართულებებით, კერძოდ, პოკროვსკის და დობროპოლსკის მიმართულებით. დაძაბული სიტუაცია, ასევე, ლიმანის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. სხვა მიმართულებებზე სიტუაცია ხასიათდება დაბალი ინტენსივობის ბრძოლებით. საერთო ჯამში, სიტუაცია ჩვენს კონტროლს ექვემდებარება“, - აცხადებს სირსკი.
მან დასძინა, რომ ბოლო დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
სირსკის თქმით, აქტიური ფრონტის სიგრძე ამჟამად თითქმის 1 250 კმ-ია. წლის განმავლობაში ეს ხაზი დაახლოებით 200 კმ-ით გაიზარდა.
მისი თქმით, რუსეთი დაახლოებით ორჯერ მეტ საარტილერიო ჭურვს იყენებს.