დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარზე ვითარება დინამიკურია, რადგან იქ მოწინააღმდეგე ცდილობს წინსვლას, რადგან მას არ აქვს ძალა, სწრაფად გაარღვიოს უკრაინის თავდაცვა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დნეპროპეტროვსკის ოლქი ნოვოპავლოვსკის მიმართულებაა, სადაც სამი ოლქის - ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ადმინისტრაციული საზღვრები იკვეთება. იქ სიტუაცია დინამიკურია. ტერიტორიები დიდია, ჯარების სიმჭიდროვე არასაკმარისია. როგორც ჩვენს, ასევე, მათ მხარეს. იქ მეტი (რუსი) იმყოფება. თუმცა, რაიმე სახის გადამწყვეტი შეტევის განსახორციელებლად მათ საკმარისი ძალები და საშუალებები არ გააჩნიათ“, - აღნიშნა მან.
სირსკის თქმით, მოწინააღმდეგემ საზღვაო ქვეითთა ნაწილები სუმის მიმართულებიდან ნოვოპავლოვსკში გადაიყვანა, რათა უკრაინის თავდაცვითი ხაზი გაერღვია და ზაპოროჟიეში ან დნეპროპეტროვსკის ოლქში შეჭრილიყო.
„მაგრამ ჩვენ აქტიურად ჩავშალეთ მოწინააღმდეგის მცდელობა შეეტია ნოვოპავლოვსკისთვის. მთელი რუსული საზღვაო ქვეითთა რაზმი ამჟამად დობროპოლის მიმართულებით ბრძოლებშია ჩართული“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.