მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თალიბანის ძალებსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა - არის მსხვერპლი

თალიბანის მებრძოლი

ავღანეთი-ირანის საზღვარზე თალიბანის ძალებსა და ირანელ მესაზღვრეებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

თალიბანის განცხადებით, შეტაკებისას მათი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაიჭრა. 

თითოეულმა ქვეყანამ მომხდარში ერთმანეთი დაადანაშაულა.

ირანული მხარის განცხადებით, შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც თალიბანის ძალებმა თავიანთი დროშის აღმართვა იმ რაიონში სცადეს, რომელიც „ავღანეთის ტერიტორია არ არის“, რამაც ცეცხლის გახსნა გამოიწვია.

„ჩვენმა ძალებმა მათ საჭირო პასუხი გასცეს“, - აღნიშნულია ირანული მხარის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი აღადგინა, ორ ქვეყანას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. ბოლო დაძაბულობების ზუსტი გარემოებები უცნობია.