მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ერთმანეთს დაბომბვაში ადანაშაულებენ

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის კონფლიქტი

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა, მიუხედავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, ერთმანეთი დაბომბვაში კვლავ დაადანაშაულეს. 

ბიშკეკში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთის სამხედროები აგრძელებენ მათი ჯარების პოზიციების დაბომბვას, დიდი რაოდენობით მსხვერპლია სამხედროებს შორის.

„ტაჯიკეთის მხრიდან გრძელდება ყირგიზეთის მხარის პოზიციების დაბომბვა, ზოგიერთ რაიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს“, - განაცხადა ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის პრესცენტრის წარმომადგენელმა. 
 
დუშანბემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყირგიზეთი იყენებს სამხედრო ვერტმფრენებს და საბრძოლო თვითმფრინავებს ტაჯიკეთში სახლებისა და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვისთვის.

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია 14 სექტემბერს გამწვავდა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით 16 სექტემბერს დილიდან საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობდა. მხარეები კონფლიქტის დაწყებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ყირგიზეთის მხრიდან, სულ მცირე 11 დაღუპულია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ტაჯიკური მხარე ყირგიზეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდებას ცდილობს - ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტი

👉 საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია - არძინბა

👉 მოსკოვი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ჩინეთის ალტერნატიული გაზსადენით ჩანაცვლდება

👉 აშშ-მა კადიროვის 3 ცოლსა და შვილებს სანქციები დაუწესა