მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთში ზელენსკი-პუტინის შესაძლო შეხვედრისთვის უკრაინა მზად არის - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინული მხარე მზად არის თურქეთში რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის. აღნიშნულს უკრაინული მედია ავრცელებს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებებზე თურქეთში „სწორი ატმოსფერო“ შექმნა. 

„მადლობელი ვართ თურქეთის პრეზიდენტის ძალისხმევისთვის. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ მისი წყალობით გახდა შესაძლებელი  ბელარუსიდან უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებების გადატანა.  

ეს არის ცალსახად პოზიტიური გადაწყვეტილება. სწორი ატმოსფეროს შექმნა მოლაპარაკებებზე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 

ამავე თემაზე: 

✔️ რუსეთმა და კიევმა სამხედრო ტყვეები კვლავ გაცვალეს

✔️ ხარკოველები ომის დასრულებამდე კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლდნენ - უკრაინული მედია 

✔️ მარიუპოლის ინფრასტრუქტურის აღსადგენად მინიმუმ 10 მილიარდი დოლარია საჭირო - უკრაინული მხარე 

✔️ რუსეთ-უკრაინის ომში რატომ არის დონბასი ასეთი მნიშვნელოვანი? - CNN

✔️ რატომ არის მარიუპოლი ასეთი მნიშვნელოვანი რუსეთისთვის? - „პუტინი უკრაინის სანაპირო ზოლს უყურებს როგორც „ნოვორასიას“

✔️ მარიუპოლში ადამიანები შიმშილითა და გაუწყლოებით იღუპებიან - მარიუპოლის მერის მოადგილე

✔️ უკრაინაში ნამდვილი ომი მიმდინარეობს - ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

✔️ „მშობლიურ ქალაქზე შეყვარებული ადამიანები, მოუთმენლად ელოდნენ მის დატოვებას“ - ევაკუაცია მელიტოპოლში