თურქული კომპანია Baykar-ი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს 3 უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar TB2-ს. აღნიშნული ბაირაქტარები შემოწირულებით შეგროვებული თანხით უნდა ეყიდათ, თუმცა კომპანიამ თანხაზე უარი თქვა.
თანხების შეგროვების პროცესს უკრაინული საქველმოქმედო ფონდი Serhiy Prytula აწარმოებდა.
„ბიზნესმენებმა და სხვა ადამიანებმა თანხა რამდენიმე დღეში შეაგროვეს. თუმცა, კომპანია მათ საფასურს არ გადაახდევინებს, უკრაინაში სამ უპილოტო საფრენ აპარატს უსასყიდლოდ გაგზავნის და გთხოვთ, რომ შეგროვებული თანხა მოხმარდეს მებრძოლ უკრაინელ ხალხს“, - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.