მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინა იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას სამხრეთისთვის, რომელიც ზამთრამდე უნდა დაასრულოს - Financial Times

უკრაინელი სამხედროები

უკრაინამ დაიწყო გადამწყვეტი ბრძოლა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებისთვის და მან უნდა დაასრულოს ის იქამდე, სანამ ზამთარი კონტრშეტევისთვის არახელსაყრელ პირობებს შექმნის. ამის შესახებ Financial Times წერს.

როგორც გამოცემა წერს, ოფიციალური პირების თქმით, უკრაინულ ძალებს სასწრაფოდ სჭირდებათ სამხრეთის დაბრუნება ზამთრამდე, რადგან რეგიონში მიწა ბოლო სამი წლის განმავლობაში არ გაყინულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორია ძალიან ტალახიანი გახდება. ასეთ პირობებში კი მათ გაუჭირდებათ მანევრირება და მოუწევთ მთავარი გზების გამოყენება, რაც ნიშნავს თავდასხმებისგან დაუცველობას.

„რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიის გასათავისუფლებლად სწრაფი მოძრაობა, რადგან არის განცდა, რომ ამინდის ცვლილებები შეზღუდავს შემდგომ აქტიურ საომარ მოქმედებებს ამ რეგიონში“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, იჰორ რომანენკომ.

სამხედრო ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინამ შესაძლოა, ხერსონი ნოემბრის შუა რიცხვებამდე გაათავისუფლოს.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მიუხედავად რუსების დაბალი მორალისა, მოსკოვმა გააძლიერა პოზიციები სამხრეთში, რაც უკრაინის ნებისმიერ შეტევას ართულებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო“ - სერგეი გაიდაი

👉 „ყოველი მეომარი ერთ დღეს ხდება ბრძენი და ფილოსოფოსი, რომლის სიტყვებიც ამოტვიფრული იქნება ქვაზე“ - თინა კანდელაკი რამზან კადიროვს დაბადების დღეს ულოცავს

👉 „შესაძლოა, განვითარდეს როგორც ინსულტი, ისე ინფარქტი“ - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

👉 ვიწყებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს, დღეს უკრაინა საერთაშორისო ასპარეზზე სულ სხვა მასშტაბის მოთამაშეა - დავით არახამია

👉 „ჰქონდა საშინელი შეტევა, აკანკალებდა, ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში“ - შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილზე