მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram არხზე განაცხადა.

„რუსული ტყვეობიდან სამშობლოში ვაბრუნებთ ჩვენს 185 დამცველს. მათ შორის, 183 რიგითი და სერჟანტია, 2 კი ოფიცერი. დამცველებთან ერთად სამშობლოში ჩვენი 20 მშვიდობიანი მოქალაქე ბრუნდება“, - აცხადებს სახელმწიფოს მეთაური.

კერძოდ, გათავისუფლებულ ჯარისკაცებს შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.

სახელმწიფოს მეთაურმა პირობა დადო, რომ ყველას გაეწევა საჭირო მხარდაჭერა.