მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა ლისიჩანსკისა და კრემენაიას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს - სერგეი გაიდაი

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკისა და კრემენაიას მიმართულებით წარმატებას მიაღწიეს. 

„ყველაზე რთული ვითარება ახლა ლისიჩანსკის მხარესაა. ბელოგოროვკას ტერიტორია დედამიწის პირიდან წაშალეს, მაგრამ მის ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებენ. რაც შეეხება სვატოვოს მიმართულებას და კრემენაიას, იქ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უპირატესობა აქვთ, წარმატებულები არიან, თანდათან წინ მიიწევენ, მტრის განუზომელი რაოდენობისა და იქ მუდმივად შემოტანილი ტექნიკის მიუხედავად“, - აღნიშნა ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გაიდაის თქმით, კრემენაიასა და პოპასნაიას ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა საშინელია. გათბობასთან და წყალთან დაკავშირებით უკრაინის მოსახლეობას პრობლემები აქვს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი არ არის მზად უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს, კრემლი ჯო ბაიდენის მოლაპარაკების პირობებს არ დათანხმდება - პესკოვი

👉 უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა კრემენაიაში, ბახმუტის ბრძოლა და ოკუპანტების გაყვანა ზაპოროჟიედან - საბრძოლო რუკები

👉 ოკუპანტები ვერ შეცვლიან ომის მიმდინარეობას და გარანტირებული აქვთ წაგება - არესტოვიჩი

👉 რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო - უკრაინის გენშტაბი

👉 რუსულმა ძალებმა შეიძლება გაიყვანონ პერსონალი ზაპოროჟიეს ოლქიდან, რადგან ვერ იცავენ საკვანძო პოზიციებს - ISW