რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 28 კი დაშავდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით, დაშავებულებს შორის არიან 10 წლის ბიჭი და 17 წლის გოგონა. მისივე განცხადებით, დრონების იერიშის შედეგად, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმისას დაზიანდა სამედიცინო დაწესებულებები, საცხოვრებელი და საოფისე შენობები. ლისაკის თქმით, რუსეთმა ისეთ დროს მიიტანა იერიში, როცა მოქალაქეები სამსახურებში, ხოლო ბავშვები სკოლებში იმყოფებოდნენ.