მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინული ძალები გააგრძელებენ კონტრშეტევებს, მაგრამ წარმატება დამოკიდებულია ორ ფაქტორზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

საერთაშორისო ორგანიზაცია ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

„უკრაინის არმია შეძლებს ზამთარში თანმიმდევრულად მიაღწიოს წარმატებას, თუ შეინარჩუნებს უპირატესობის შენარჩუნების უნარს და გააგრძელებს კონტრშეტევებს“, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ. 

ანალიტიკოსები უკრაინის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გეგმავენ განაგრძონ შეტევითი ოპერაციები მთელი ზამთრის განმავლობაში, რათა გააძლიერონ მიღწევები და თავიდან აიცილონ რუსული ჯარების მიერ ინიციატივის ხელში ჩაგდება ბრძოლის ველზე.

ექსპერტების აზრით, უკრაინის უნარი შეინარჩუნოს სამხედრო ინიციატივა და გააგრძელოს მიმდინარე ოპერაციული წარმატებების იმპულსი დამოკიდებულია იმაზე, გააგრძელებს თუ არა უკრაინული ძალები ზედიზედ ოპერაციებს ზამთრის პერიოდში. 

ამასთან, ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, სავარაუდოდ ემზადებიან ისარგებლონ გაყინული ნიადაგით იმისთვის რომ აგრესორებს შეუტიონ.