მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქითკენ მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა „Bild-თან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკიმ მასსა და პუტინს შორის მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე უპასუხა:

„ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ ეს შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო მცირდება. თავად პუტინი მიდის იქამდე, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რუსი დამპყრობლები დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას.

„მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ ისინი დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს... იმიტომ, რომ როდესაც ისინი გავლენ ჩვენი ტერიტორიებიდან, იქნებიან ჩვენს მეზობლად. და ამ მომენტში ჩვენ შეგვიძლია, დავსხდეთ მაგიდასთან და ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 კრემლმა შეგნებულად გაცვალა ტყვეები მობილიზაციის გამოცხადების დღეს - ISW