უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების პროექტი უახლოეს დღეებში მზად იქნება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ დიკ შუფთან ტელეფონით საუბრის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ ავლენს მშვიდობისკენ სწრაფვას, ამიტომ საჭიროა ზეწოლა მისი პოზიციის შესაცვლელად და „ყველა საკითხის განსახილველად უმაღლეს დონეზე შეხვედრა“.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან საუბარში ზელენსკიმ, ასევე, განიხილა უკრაინისთვის უსაფრთხოების პოტენციური გარანტიები.
მისი თქმით, უკრაინა მზადაა კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, რამაც შეიძლება რეალური მშვიდობა დაამყაროს.
„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პარტნიორებთან ჩვენს დიპლომატიურ მუშაობაზე და ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე. ახლა არსებობს რეალური შანსი, რომ ეს ომი დასრულდეს.
უკრაინა მზადაა კონსტრუქციული ნაბიჯებისთვის, რამაც შეიძლება რეალური მშვიდობა დაამყაროს. თუმცა, რუსეთი არ ავლენს რაიმე სახის მშვიდობის განზრახვას და აგრძელებს ჩვენი ქალაქების დაბომბვას.
ჩვენ იგივენაერი შეფასება გაქვს ყველა იმ სიგნალთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დღეებში მოსკოვიდან მოდის. საჭიროა ზეწოლა, რომელიც შეცვლის მათ პოზიციას და შეხვედრა უმაღლეს დონეზე ყველა საკითხის განსახილველად.
ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები. ახლა უკრაინის, აშშ-ს და ევროპელი პარტნიორების გუნდები მუშაობენ თავიანთ არქიტექტურაზე. ყველა გეგმა მზად იქნება უახლოეს დღეებში.
ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეუძლია ნიდერლანდებს გაზარდოს თავისი ჩართულობა ამ პროცესში და დაეხმაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - წერს ზელენსკი.
I spoke with @MinPres, Dick Schoof.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 23, 2025
Today is a very special day in Ukraine – National Flag Day. Thank you, Dick, for your important and warm words of support to our people, to all Ukrainians. We greatly value the assistance of the Netherlands and the solidarity of the Dutch… pic.twitter.com/rjXWAD3gIw