მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

4 მილიონი ბავშვი, ორსული და მეძუძური ქალები ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებენ - სუდანში 12 მილიონი ადამიანი მწვავე შიმშილის წინაშე დგას

სუდანი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანის მოსახლეობის  თითქმის მეოთხედი მწვავე შიმშილობის წინაშე დგას, ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების და ქვეყნების მხრიდან დაფინანსების მწვავე დეფიციტს განიცდის. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ გაეროზე დაყრდნობით წერს. 

გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ 11,7 მილიონი ადამიანი დგას მწვავე შიმშილის წინაშე, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2 მილიონით გაიზარდა.

სუდანში სასურსათო კრიზისის გაღრმავება ძირითადად გამოწვეულია ქვეყნის მყიფე ეკონომიკით, გახანგრძლივებული მშრალი პერიოდით, დაუმუშავებელი ტერიტორიების შემცირებით და არაპროგნოზირებადი კლიმატით. 

მწვავე შიმშილით დაავადებულთა უმეტესობა არის დედაქალაქ ხარტუმში, დარფურის რეგიონში, კასალასა და თეთრი ნილოსის პროვინციებში. 

გაეროს ინფორმაციით, 5 წლამდე ასაკის დაახლოებით 4 მილიონი ბავშვი, ორსული და მეძუძური ქალები, სავარაუდოდ, მწვავედ შიმშილობის წინაშე დგანან და საჭიროებენ ჰუმანიტარულ დახმარებას. 

ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „მსოფლიო სასურსათო პროგრამაში“ განაცხადეს, რომ იძულებული გახდნენ მთელ სუდანში ლტოლვილებისთვის დაფინანსების სერიოზული დეფიციტის გამო რაციონი შეემცირებინათ. 

ივლისიდან დაწყებული, 550 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღებს სტანდარტული საკვების კალათის მხოლოდ ნახევარს, იქნება ეს ნატურალური საკვების თუ ნაღდი ფულის სახით. 

ამასთან, გაერომ განაცხადა, რომ სუდანის დასახმარებლად აშშ-ისგან 414.1 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

კოვიდინფიცირების შემთხვევები გლობალურად 9%-ით შემცირდა, სიკვდილიანობა სტაბილურია - რას პროგნოზირებენ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტები?

„იძულებითი ბოდიში და აღიარება“ - ირანში ჰიჯაბის ტარების მოწინააღმდეგე ქალებს აპატიმრებენ