მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალგაზრდა ქალი მაშინ მოკლეს, როცა ბავშვს ეტლით ასეირნებდა - შემთხვევა ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში ახალაზგრდა ქალი მოკლეს

ნიუ-იორკში ახალგაზრდა ქალი, მაშინ მოკლეს, როცა 3 თვის ჩვილს ეტლით ასეირნებდა. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. 

პოლიციის ცნობით, 20 წლის ქალს შავებში ჩაცმული უცნობი პირი მიუახლოვდა და ახლო მანძილიდან თავში ესროლა. მამაკაცმა გაქცევა მოახერხა. 

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი მეტროპოლიტენ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. 

პოლიციამ განაცხადა, რომ ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი.