მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალგაზრდა კაცმა აშშ-ში 1700-ზე მეტი რეპტილია კონტრაბანდულად შეიტანა, მათ შორის 60 გველი

ქვეწარმავლების კონტრაბანდულად შემოყვანა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 30 წლის ხოსე მანუელ პერესმა 1700-ზე მეტი სახეობის რეპტილია ქვეყანაში კონტრაბანდულად შეიტანა, მათ შორის არის 60 გველი. მათი ჯამური ღირებულება  739,000 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ ადგილობრივი პროკურორების განცხადებაზე დაყრდნობით წერს. 

ამერიკული მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი აშშ-მექსიკის საზღვარზე თებერვალში დააკავეს, ახლა კი მან ბრალი აღიარა. 

სამართალდამცველების თქმით, ხოსე მანუელ პერესის ჩანთაში პატარა პარკებში მოთავსებული არაერთი რეპტილია აღმოაჩინეს. 

ფედერალურმა აგენტებმა განაცხადეს, რომ კაცს რამდენიმე გველი შარვალშიც კი ჰყავდა დამალული. აშშ-ის პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება ორი მუხლით წარედგინა. 

პერესი, რომელსაც სოციალურ მედიაში ცნობილი იყო, როგორც  ხულიო როდრიგესი, 2016 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლამდე კოტრაბანდულად გადაჰყავდა რეპტილიები შტატებში. 

ასევე, დაკავებულია პერესის დაც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას საპატიმროში 20 წლის გატარება მოუწევს.