მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ამერიკელ რეპერს P.Diddy-ს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

P.Diddy

ამერიკელ რეპერს შონ კომბს, რომელიც P.Diddy-ს სახელით არის ცნობილი, 4 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ის პროსტიტუციაში ჩართვისთვის იყო გასამართლებული. ინფორმაციას Detche Welle ავრცელებს.

განაჩენი ნიუ-იორკის სასამართლომ გამოიტანა. მოსამართლე არუნ სუბრამანიანმა ასევე P.Diddy-ს ნახევარი მილიონი დოლარის ჯარიმა დააკისრა. P.Diddy დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წინასწარი პატიმრობაში იმყოფება. შესაბამისად, ის თავისუფლებაზე დაახლოებით 3 წლის შემდეგ გამოვა.

პროკურატურა რეპერისთვის 11-წლიან პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატების კი P.Diddy-ს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

სასამართლომ 55 წლის რეპერი სექსუალიზებული ექსპლოატაციის მიზნებში ადამიანებით ვაჭრობაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში უდანაშაულოდ ცნო. ის დამნაშავედ ცნეს ნაკლებად მძიმე დანაშაულებში. კერძოდ ნაფიცმა მსაჯულებმა P.Diddy დამნაშავედ ცნეს ყოფილი მეგობარი ქალის, კასანდრა ვენტურას და კიდევ ერთი ქალის ჩართვაში პროსტიტუციაში და მათ უკანონო ტრანსპორტირებაში.