მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი ნავი გაანადგურეს, რომელსაც ვენესუელიდან აშშ-ში ნარკოტიკები გადაჰქონდა

ნარკორეალიზატორების ნავი

ამერიკელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ვენესუელელ ნარკოტერორისტებზე, რომლებსაც ამ ქვეყნიდან აშშ-ში ნავით ნარკოტიკები მიჰქონდათ. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ამერიკელი სამხედროების სამიზნე იყო ძალზე სასტიკი ნარკოკარტელები და ნარკოტერორისტები.

„ნარკოკარტელები ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებს უქმნიან საფრთხეს“, - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, ოპერაციის დროს სამი ნარკოტერორისტი იყო განადგურებული.

3 სექტემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელიდან აშშ-ში მიმავალი გემი, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა, ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს. შეტევის დროს 11 ტერორისტი დაიღუპა.

2020 წელს დონალდ ტრამპმა, რომელიც მაშინ აშშ-ის პრეზიდენტად პირველი ვადით იყო არჩეული, ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და ამ ქვეყნის მაღალჩინოსნები ნარკოტერორიზმში დაადანაშაულა და მისი დაკავებისთვის 15 მლნ აშშ დოლარის ჯილდო დააწესა. 2025 წლის იანვარში ტრამპმა განაცხადა, რომ ჯილდოს ოდენობა 25 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო აგვისტოში - 50 მლნ დოლარი გახდა.