კენტერბერის არქიეპისკოპოსი, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის სულიერი ლიდერია, პირველად ისტორიაში ქალი გახდა. ამის შესახებ The Guardian იუწყება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ამ თანამდებობაზე 64 წლის სარა მულანი დანიშნა, რომელიც მანამდე ლონდონის ეპისკოპოსი იყო. ადრე ის მედდად მუშაობდა. ანგლიკანური ეკლესიის 1400-წლიან ისტორიაში ქალი მის ლიდერად პირველად დაინიშნა.
კენტერბერის არქიეპისკოპოსის ინტრონიზაცია 2026 წლის მარტში უნდა გაიმართოს.
The Guardian-ის ცნობით, ანგლიკანური ეკლესიის ლიდერად ქალის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებამ შეიძლება ამ ეკლესიის უფრო კონსერვატიულ ჯგუფებში უკმაყოფილება გამოიწვიოს.
კენტერბერის არქიეპისკოპოსი მთელ მსოფლიოში 85 მილიონამდე ანგლიკანის სულიერი ლიდერია. წინა არქიეპისკოპოსებს ბალანსირება უწევდათ აფრიკის ქვეყნებში მყოფ ანგლიკანელ კონსერვატორებს და უფრო ლიბერალურ ეკლესიებს შორის დასავლეთის ქვეყნებში.