მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინას შორ რადიუსზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს არ გაუგზავნის - თეთრი სახლი

აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენცია

„კიევში სარაკეტო სისტემების გაგზავნა ჯერ კიდევ განიხილება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ, მაგრამ ვაშინგტონი არ გაუგზავნის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს უკრაინას ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად“ - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

თავის მხრივ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შორი დისტანციის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „უკრაინა ითხოვს შორი დისტანციის იარაღს თავის დასაცავად და არა რუსეთზე თავდასხმისთვის.

„ჩვენ არ გვაინტერესებს რა ხდება რუსეთში... ჩვენ მხოლოდ ჩვენი საკუთარი ტერიტორია გვაინტერესებს უკრაინაში. უკრაინელი სამხედროები არ აპირებენ რუსეთზე თავდასხმას, როგორც ეს რუსებმა გააკეთეს“, - აცხადებს ზელენსკი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 უკრაინა ითხოვს შორი დისტანციის იარაღს თავის დასაცავად და არა რუსეთზე თავდასხმისთვის - ზელენსკი

👉  სიტუაცია ძალიან რთულია, ყოველდღიურად 60-100 უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება ბრძოლაში - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად აქვს, ეს შეუიარაღებული თვალითაც ჩანს“ - არესტოვიჩი