მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელგიაში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა (ვიდეო)

ბელგიაში, ბრიუსელში მოსახლეობის მიერ კოვიდშეზღუდვების გაპროტესტება პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ფოიერვერკები ესროლეს, პოლიციამ კი აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

შეკრებილები აპროტესტებდნენ შეზღუდვას, რომლებიც ადამიანებს ბარებსა და რესტორნებში შესასვლელად კოვიდპასპორტის წარდგენას ავალდებულებს. 

„ეს ყველაფერი დისკრიმინაციაა, ამიტომ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ. ჩვენ არ გვინდა დიქტატურა“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

ბრიუსელში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია შეტაკებაში ნოემბრის ბოლოსაც გადაიზარდა. დაშავდა რამდენიმე პოლიციელი და დაკავებული იყო ათეულობით დემონსტრანტი.