მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ავტომობილი შეეჯახა

ბუქარესტში რუსეთის საელჩოს ავტომობილი შეეჯახა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, რუსეთის საელჩოს ჭიშკარს მანქანა შეეჯახა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 6:30 წუთზე მოხდა, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

პოლიციის ინფორმაციით, მძღოლი გარდაიცვალა.

სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია ქუჩაზე, სადაც საელჩო მდებარეობს და სამართალდამცველები მომხდარის მიზეზებს იკვლევენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი მიზანმიმართულად მოქმედებდა.