გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას გამოეხმაურა.
უოლესის თქმით, ის მოხარულია ფინეთის ნატოში გაწევრიანებით.
„დაე, ფინეთი იყოს გაკვეთილი პრეზიდენტ პუტინისთვის. ფინეთმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა ალიანსში გაწევრიანებულიყო. სუვერენული სახელმწიფოების მიერ ალიანსების თავისუფლად არჩევა მხოლოდ მათი მოქალაქეების საქმეა“, - აცხადებს ბენ უოლესი.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია მეზობელ უკრაინაში შეიჭრა, ფინეთმა და შვედეთმა სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ საუბარი დაიწყეს.
4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად ნატოს 31-ე წევრი გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ: