მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაღესტანში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს - აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

დაღესტანში აქციის მონაწილე დააკავეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ წინააღმდეგ დაღესტანში, ქუჩებში გამოსულ მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა მონიტორმა OVD-Info-მ განაცხადა, რომ რეგიონის დედაქალაქ მახაჩყალაში საპროტესტო აქციების დროს 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ჯგუფმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ დაკავების პროცესი ძალიან უხეშად მიმდინარეობდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ათობით ვიდეოში ჩანს, როგორ უპირისპირდებოდნენ მომიტინგეები პოლიციას და უსაფრთხოების სხვა წარმომადგენლებს მახაჩყალაში.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ელექტროშოკებსა და ხელკეტებს იყენებენ.

დაღესტნის დედაქალაქში კიდევ ერთ აქციაზე სამხედრო გაწვევის ცენტრთან ქალების მიერ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოხდა. აქციაზე უკრაინასთან ომი საჯაროდ დაგმეს.

„რუსეთი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეა. რატომ მიგყავთ ჩვენი შვილები? ვინ დაგვესხა თავს? რუსეთს დაესხნენ თავს? ისინი არ მოსულან ჩვენთან, ჩვენ ვესხმით უკრაინას თავს. რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. შეაჩერეთ ომი“, - აცხადებდნენ ქალების აქციაზე.

სოფელ ენდირეიში მოქალაქეებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.  პოლიციის ოფიცრები ცდილობდნენ დემონსტრაციის დაშლას, მაგრამ ადგილობრივებმა განაგრძეს გზის გადაკეტვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ საფრანგეთში „ბოინგი“ აეროპორტში დაშვების შემდეგ, ასაფრენ ბილიკს გასცდა და ტბაში ჩაეშვა (ფოტოები)

✔️ აშშ-ს აქვს მკაფიო სამოქმედო გეგმა, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს - ბლინკენი

✔️ 🎥 „არა მობილიზაციას“ - დაღესტანში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო