მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით კეზერაშვილი Milton-ის ჯგუფთან არის დაკავშირებული, რომელმაც ხალხს თაღლითური გზით მილიარდამდე დოლარი გამოსძალა - BBC

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი Milton-ის ჯგუფთან არის დაკავშირებული, რომელმაც ხალხს თაღლითური გზით მილიარდამდე დოლარი გამოსძალა. ამის შესახებ სტატიას BBC ავრცელებს.

თაღლითური ჯგუფის მონაწილეები მოქალაქეებს ურეკავენ და სხვადასხვა ბიზნეს-პროექტში მონაწილეობას სთავაზობენ. მათი სამიზნეები, ძირითადად ხანში შესული ადამიანები იყვნენ. ნაწილმა ფული ადრე დაკარგა, მაგრამ თაღლითები იმ ფულის დაბრუნებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ და დამატებით თანხებს სძალავდნენ.

Milton-თან კეზერაშვილის გარდა დაკავშირებული არიან, ასევე, ბიზნესმენები დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიამინი.

BBC, ასევე, წერს, რომ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას 5 მლნ დოლარის თანხების მითვისება ბრალდება.

კეზერაშვილი კიევში საოფისე შენობას ფლობს, სადაც თაღლითების ქოლ-ცენტრი იყო განთავსებული. კეზერაშვილს ოფისი თბილისშიც აქვს, რომელიც, ასევე, თაღლითური ქმედებებით არის დაკავებული.

კეზერაშვილი სოციალურ ქსელში თაღლითური კომპანიების პოპულარიზაციით აქტიურად იყო დაკავებული.

ამ საკითხთან დაკავშირებით ტექნოლოგიური კომპანია EverFX-იც ფიგურირებს. სტატიაში ნახსენები ჭელიძე და გოგაშვილი თაღლითურ ქმედებებთან კავშირებს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ EverFX თაღლითური ქმედებებით დაკავშირებული არ არის. ისინი ასევე ამბობენ, რომ თაღლითურ ქმედებებში ჩართულ ქოლ-ცენტრებთანაც არანაირი კავშირი არ აქვთ.

ჟურნალისტური გამოძიების ინფორმაციით, საერთო ჯამში Milton-ის ბრენდთან 152 კომპანიაა დაკავშირებული.

ამავე თემაზე: 

✔️ არასდროს მქონია კავშირი ე.წ. ქოლ ცენტრებთან, BBC-სთან ბევრი შეკითხვა მაქვს - დავით კეზერაშვილი