მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიდ ბრიტანეთში ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ჯონსონმა მათი შემცვლელები უკვე მოძებნა

ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ორმა წევრმა თანამდებობა დატოვა და მათ პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან მუშაობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

თანამდებობები ჯანდაცვის და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს. ჯანდაცვის უწყების უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ მან მთავრობის ხელმძღვანელის მიმართ ნდობა დაკარგა. რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს რიში სუნაკს, მან განაცხადა, რომ ბრიტანეთის საზოგადოება მთავრობისგან უფრო სწორ, კომპეტენტურ და სერიოზულ მუშაობას ელოდება.

მინისტრების გადადგომა იმის ფონზე მოხდა, რომ კონსერვატიული პარტიის მნიშვნელოვანმა ფუნქციონერმა კრის პინჩერმა პარტიული თანამდებობა დატოვა. პინჩერი ერთ-ერთ კლუბში გამართულ წვეულებაზე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კაცებზე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

ბოლო დროს კონსერვატიულ პარტიაში სხვა პრობლემებიც შეიქმნა. აპრილში პირველად დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრი პოლიციამ დააჯარიმა, რადგანაც ის კოვიდშეზღუდვების დარღვევაში დაადანაშაულეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა ჯანდაცვის და ფინანსთა ახალი მინისტრები უკვე დანიშნა. ჯანდაცვის მინისტრი პრემიერის აპარატის უფროსი სტივენ ბარკლი, ხოლო ფინანსთა მინისტრი განათლების ყოფილი მინისტრი ნადხიმ ზაჰავი გახდა.