მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დიმიტრი მედვედევის თანაშემწის თქმით, მედვედევის „VKontakte-ს“ ანგარიში გატეხეს

დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის თანაშემწის ოლეგ ოსიპოვის განცხადებით, მედვედევის „VKontakte-ს“ ექაუნთი გატეხეს და ინციდენტს სოციალური ქსელის ადმინისტრაცია და კომპეტენტური ორგანოები განიხილავენ.

ბოლო პოსტი VK-ზე, რომელიც დიმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა, მიეძღვნა სამხედრო მეზღვაურებისთვის საზღვაო ძალების დღისადმი მილოცვას. მანამდე კი გამოქვეყნდა პოსტი საბჭოთა კავშირის დაშლის წარმოშობისა და მისი გეოპოლიტიკური შედეგების შესახებ.

წერილში საუბარი იყო უკრაინაზე, საქართველოზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე. იგი გამოქვეყნებიდან 10 წუთში წაიშალა.

„1801 წლამდე ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო იყო, არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში ჩნდებოდა. ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან, ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში“, - ვკითხულობთ წაშლილ პოსტში.

ოსიპოვის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედვედევის გვერდი გატეხეს. მისი თქმით, 2013 წელს მოახერხეს მის VKontakte ანგარიშზე დროებით წვდომა, ხოლო 2014 წელს მისი Twitter-ის გვერდი გატეხეს. მორიგი თავდასხმა Twitter-ის ანგარიშზე 2019 წელს განხორციელდა.

მანამდე, მედვედევი აქტიურად იყენებდა სხვა პლატფორმებს, მათ შორის Instagram-ს, Facebook-ს (აკრძალულია რუსეთის ფედერაციაში უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელიც ეკუთვნის ამერიკულ კომპანია Meta-ს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ექსტრემისტულად არის აღიარებული).

ასევე, დაგაინტერესებთ:

👉 „1801 წლამდე საქართველო არ არსებობდა, იგი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს“ - მედვედევი