ესპანეთში ტყის ხანძარი ქვეყნის დედაქალაქს, მადრიდს მიუახლოვდა. ცეცხლი მადრიდის შემოგარენში მდებარე სახლებს უკიდია. ინფორმაციას telegraph ავრცელებს.
მადრიდის მახლობლად ხანძარს ერთი ადამიანი შეეწირა. მან სხეულის 98%-ის დამწვრობა მიიღო და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მეხანძრეები ტრეს-კანტოსის დასახლებაში ცეცხლთან მთელი ღამის განმავლობაში იბრძოდნენ. ეს დასახლება მადრიდის ჩრდილოეთით მდებარეობს.
ხანძრის გავრცელებას მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. 13 აგვისტომდე ესპანეთსა და პორტუგალიაში +44 სიცხე იქნება შენარჩუნებული,
ხანძრის გამო ასობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ცეცხლმა უკვე გაანადგურა ლას-მედულასის ნაკრძალი, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში იყო შეტანილი. აქ ძველი რომის პერიოდიდან ოქროს მოპოვება ხდებოდა.
ხანძარი პორტუგალიის ჩრდილოეთ ნაწილშიც მძვინვარებს. ტრამკოზიში, რომელიც ლისაბონიდან 350 კმ-ში მდებარეობს, ხანძრის ქრობის პროცესში 700 მეხანძრე მონაწილეობდა.