მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ესტონეთი მომავალი წლიდან რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს სრულად აკრძალავს

გაზი

ესტონეთის მთავრობამ მომავალი წლიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე სრული აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ რომელმაც მთავრობას სანქციების გახანგრძლივების წინადადება წარუდგინა, განაცხადა, რომ მიზანი რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის სრული აკრძალვის დაწესებაა.

„ამჟამად, რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის შეძენა და იმპორტი დაშვებულია, იმ პირობით, რომ ის არ გამოიყენება გამანაწილებელ ქსელში. ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, იმპორტის აკრძალვა გავრცელდება გამანაწილებელი ქსელის გარეთ იმპორტირებულ თხევად ბუნებრივ აირზეც“, - განაცხადა მინისტრმა. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა არ შეცვალა თავისი ამბიციები და ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას.

„ვეძებთ გზებს, რათა შევამციროთ შემოსავლები, რომლითაც რუსეთი თავის სამხედრო მანქანას კვებავს“, - აცხადებს მინისტრი. 

ფინეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ასევე შეზღუდეს რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი.