მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე უარი განაცხადა

რუსეთის პასპორტი

ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ - საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

როგორც Pronews იუწყება, საბერძნეთის შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევდა, რადგანაც რუსეთიდან ტურისტების ნაკადი კვლავ მაღალია. საშუალოდ რუსი ტურისტი საბერძნეთში დღეში 1300-ს ევროს ხარჯავს, ხოლო სხვა ქვეყნების წარმომადგენლები - 567 ევროს.

კვიპროსმა, სადაც მოსახლეობის 10%-ს რუსული პასპორტი აქვს, ამ შემთხვევაში ვეტოს უფლება არ გამოიყენა.