გაერო, უკრაინა და თურქეთი მხარს უჭერენ „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმების გახანგრძლივებას. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა განაცხადა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ერთობლივ საკოორდინაციო ცენტრში უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი კუბრაკოვი თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აკარს შეხვდა.
მათ „მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ შეთანხმების საკითხები განიხილეს.
„დღეს თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აკართან ერთად განვიხილეთ „მარცვლეულის დერეფნის“ შესახებ შეთანხმება. დღემდე ექსპორტირებულია 7,7 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქცია. „მარცვლეულის დერეფნის“ მუშაობა 22 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდება“, - აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი.
„მარცვლეულის დერეფანი“
22 ივლისს სტამბოლში უკრაინამ, თურქეთმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ხელი მოაწერეს ინიციატივას უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხოდ გატანის შესახებ. 28 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს სოფლის მეურნეობის ექსპორტის შესახებ შეთანხმებების ჩასაშლელად.
14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი მზად იყო უარი ეთქვა მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების განახლებაზე იმ შემთხვევაში, თუკი მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
✔️ ბარში შეიარაღებულმა პირებმა 12 ადამიანი მოკლეს - შემთხვევა მექსიკაში
✔️ „გადადგეს კალაძე“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
✔️ ოკუპანტებმა კიევი „კამიკაძე-დრონებით“ დაბომბეს - უკრაინული მხარე