12 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ე.წ. ნიუ-იორკის დეკლარაციის მხარდასაჭერად რეზოლუცია დაამტკიცა.
დეკლარაცია შემუშავდა საფრანგეთისა და საუდის არაბეთის ინიციატივით და ის ასახავს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი მოგვარების პრინციპებს, რომლებიც დაფუძნებულია დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზე, სადაც დაჯგუფება „ჰამასი“ ხელისუფლებაში არ იქნება.
გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან დეკლარაციას მხარი 142-მა დაუჭირა, მათ შორის რუსეთმა. 12-მა ქვეყანამ თავი შეიკავა. 10 წინააღმდეგი იყო.
კენჭისყრამდე ისრაელის ელჩმა დენი დანონმა, განაცხადა, რომ „ეს ცალმხრივი დეკლარაცია არ დაამახსოვრდებათ, როგორც მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი“.
მისივე თქმით, „ეს არის კიდევ ერთი ცარიელი ჟესტი, რომელიც ასუსტებს ამ ასამბლეის სანდოობას“.