მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაულაიტერებმა მარიუპოლში სახლების დანგრევის დაჩქარების ბრძანება გასცეს - ანდრიუშჩენკო

რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქი მარიუპოლი

მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშჩენკო ტელეგრამზე იტყობინება, რომ რუსმა გაულაიტერებმა მარიუპოლში სახლების დანგრევის დაჩქარების ბრძანება გასცეს.

„რაშისტები აგრძელებენ უკრაინელების გენოციდს დროებით ოკუპირებული მარიუპოლის ტერიტორიაზე, დამპყრობლებს დაევალათ დაეჩქარებინათ ადგილობრივი მცხოვრებლების სახლების დანგრევა“, - აცხადებს ანდრიუშჩენკო. 

ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაურის ვიტალი ხოცენკოსგან მიიღეს, რომელიც წინა დღეს ქალაქში იმყოფებოდა. 

ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, რუსი გაულეიტერი უკმაყოფილო იყო დამპყრობლების „ნელი მუშაობით“ და ბრძანა, დაეჩქარებინათ მარიუპოლის მცხოვრებთა სახლების დანგრევა.

„აშკარაა, რომ მარიუპოლში ხალხის კეთილდღეობა ყველაზე ნაკლებად აწუხებს რუსებს, ისინი აგრძელებენ გენოციდს. რუსებს არ სჭირდებათ ხალხი მარიუპოლში“, - აცხადებს ანდრიუშჩენკო. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ოკუპირებულ აფხაზეთში ასლან ბჟანიას იმპიჩმენტს ითხოვენ

👉  თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილი იყო და არის დასავლეთის ყველაზე დიდი მოკავშირე, ეს მათი ნებაა - ბაჩო დოლიძე აუდიოჩანაწერზე

👉 კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რუსეთის ფაქტორი არ არის მეორეხარისხოვანი სააკაშვილისთვის და „ნაცმოძრაობისთვის“ - ვოლსკი ფარულ აუდიოჩანაწერზე

👉 არც მომისმენია, არც მინდა, არც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ბუნებაში ასეთი რამე - გიული ალასანია ჩანაწერებზე

👉 აშშ და იაპონია შეთანხმდნენ, რომ ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საფრთხეებს ერთობლივად დაუპირისპირდებიან

👉 ირანი მზადაა რუსებისთვის ინდივიდუალური ტურისტული ვიზების გაცემა გაამარტივოს

👉 გრიპის ვირუსი პირველ ადგილზეა ცირკულირების მიხედვით, ხოლო მეორეზე კორონავირუსი - ივანე ჩხაიძე ვირუსების მიმდინარეობის სიმძიმეზე განმარტებას აკეთებს