მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჰავაიზე მსოფლიოში ყველაზე დიდმა აქტიურმა ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო

ვულკანი

კუნძულ ჰავაიზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდმა, აქტიურმა ვულკანმა, მაუნა-ლოამ, ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად, ამოფრქვევა დაიწყო, - ამის შესახებ BBC იუწყება

მედიის ცნობით, ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევაკუაციის ბრძანება არ არის გაცემული.

მაუნა-ლოა, რომელიც ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს, ჰავაის კუნძულის ნახევარს მოიცავს.

„ლავის ნაკადების მდებარეობა და წინსვლა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს“, - აცხადებენ აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურში.

მაუნა-ლოა მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანია. არის სხვა უფრო დიდი ვულკანები, მაგრამ ისინი კლასიფიცირდება როგორც მიძინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში არ ამოფრქვეულან.