მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტს განიხილავს - მედია

იაპონია

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა თებერვალში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის კიევში ჩასვლას განიხილავს.

იაპონური მედიის ცნობით, იაპონიას, როგორც წელს G7-ის ხელმძღვანელს, სურს, აჩვენოს, რომ აპირებს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა. ქვეყანა ასევე აპირებს, გამოაქვეყნოს ერთობლივი განცხადება კიევთან, რომელიც დაგმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიას.

ამასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მედიის ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. მაგრამ სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას, კაბინეტის მთავარი მდივნის მოადგილემ სეიჯი კიჰარამ თქვა, რომ იაპონიამ უნდა განიხილოს ასეთი იდეა.

„მაგრამ ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი“, - თქვა მან.

მიმდინარე თვის დასაწყისში იაპონიის ლიდერმა პრეზიდენტ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ განიხილავდა მის მიწვევას კიევში.