მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანადამ რუსეთს რამდენიმე სანქცია დაუწესა

ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პირველი რაუნდი გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლად აღიარებას მოჰყვა. 

ტრუდოს გადაწყვეტილებით, მისი მთავრობა კანადელებს აუკრძალავს ყველა ფინანსურ ურთიერთობას ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან“ ლუგანსკთან და დონეცკთან. კანადა, ასევე, სანქციებს აწესებს რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

გარდა ამისა, კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სანქციები დაუწესდება რუსეთის პარლამენტის წევრებს, რომელთაც ხმა მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ „რესპუბლიკებად“ აღიარების საკითხს.

ტრუდოს თქმით, კანადა დამატებით სანქციებს გამოიყენებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ორ რუსულ ბანკზე და თავიდან აიცილებს მათთან ფინანსურ ურთიერთობას.

კანადის მთავრობის ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ უფლებას აძლევს კანადის შეიარაღებული ძალების 460-მდე წევრის განლაგებას რეგიონში, რაც გულისხმობს დამატებით ჯარისკაცებს ლატვიაში, ასევე, დამატებითი საზღვაო საპატრულო თვითმფრინავის განლაგებას.

ტრუდო ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, როდესაც მან ბრძანება გასცა აღმოსავლეთ უკრაინაში შესულიყო რუსული ჯარი, რომ თითქოს ისინი იქ იყვნენ „მშვიდობის შესანარჩუნებლად“. ტრიუდომ ამ ნაბიჯს „უკრაინის სუვერენიტეტში აშკარა შეჭრა“ უწოდა.

„არ დაუშვათ შეცდომა: ეს არის შემდგომი შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში და ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - თქვა მან და დასძინა, რომ რუსეთისთვის „არ არის გვიან“ დიპლომატიური გადაწყვეტილების მოძიება.

იხილეთ აგრეთვე:

🔴„სანქციები ვერ აიძულებს რუსეთს, შეცვალოს პოლიტიკური კურსი“ - რუსეთის ელჩი აშშ-ში

🔴   ზელენსკიმ რეზერვისტების გამოძახების ბრძანება გასცა

🔴  ის რაც უკრაინაში ხდება, მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია - ჯინ შაჰინი

🔴  იაპონია რუსეთს სანქციებს უწესებს

🔴  „ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ“ - გია ვოლსკი