მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ლავროვი: მოსკოვი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისებზე წავიდეს იმ პირობით, თუ რუსეთის ინტერესები გათვალისწინებული იქნება

სერგეი ლავროვი

მოსკოვი მზადაა უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად კომპრომისებზე წავიდეს იმ პირობით, რომ რუსეთის ინტერესები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ გვესმის და პრეზიდენტმა პუტინმა ეს არაერთხელ თქვა, რომ, საბოლოო ჯამში, მდგრადი შეთანხმებები - ეს არის კომპრომისი. მზად ვართ, ვეძებოთ ისინი იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები უსაფრთხოების სფეროში, უკრაინაში რუსი ხალხის ლეგიტიმური ინტერესები, ისევე როგორც უზრუნველყოფილი იქნება ასეთი შეთანხმების სხვა მონაწილეების ლეგიტიმური ინტერესები“, - აღნიშნა ლავროვმა.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციაში ესმით ნატოსთან დაკავშირებული პრობლემები და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს.

მისივე თქმით, „არის იმის გაგება, რომ ყირიმში და სხვა ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების უგულებელყოფა არ შეიძლება“.

„ნებისმიერ შეთანხმებაში აუცილებელია ამ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინება. კონკრეტულად როგორ – დაუყოვნებლივ, ეტაპობრივად – ეს სხვა საქმეა. მათ აღიარეს ჩვენი მიდგომების არსი და მუშაობენ ამ საფუძველზე“, - აღნიშნა ლავროვმა.